
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში ღონისძიება-კონურსი - „ქალი, მარტი და გაზაფხული“, ჩატარდა.
დაწყებითი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე მასწავლებლებს, მშობლებს და თანაკლასელებს მიულოცეს. მათ ნამუშევრები - პოსტერები, ნახატები, ღია ბარათები წარადგინეს, წაიკითხეს ლექსები, საკუთარი ჩანახატები და ესეები.
საყურადღებოა, რომ მოსწავლეებმა დამოკიდებულებები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გადმოსცეს. ისინი წინასწარ არჩეულმა ჟიურიმ შეაფასა, შედეგად კი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
იხილეთ ფოტოები: