დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს
13-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელის ვარდანუშ ქოსიანის ხელმძღვანელობით, დედის მისალოცი ბარათები დიდი ინტერესითა და სიყვარულით მოამზადეს.
მათ ასევე დედის დღესთან დაკავშირებით ემოციური ვიდეორგოლი ჩაწერეს, სადაც დედებს 3 მარტი თბილი სიტყვებთ მიულოცეს.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობებში დიდი ინტერესით ჩერთნენ, მათ შემოქმედებითი უნარებისა და ნიჭის გამოვლენის საშუალება მიეცათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.