ალგეთის N3 საჯარო სკოლაში „ეთნოგრაფიული გამოფენა“ გაიმართა
13-03-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, ისტორიის მასწავლებელმა ჩინარა ახმედოვამ „ეთნოგრაფიული გამოფენა“ ჩაატარა. მასში V, VI, VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გამოფენა საინტერესოდ წარიმართა, ჟიურიმ I, II და III ადგილების მფლობელები გამოავლინა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამგვარი ღონისძიებები მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203