„დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო“- მუხრანის N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა დაუვიწყარი ღონისძიება
13-03-2023
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში, ტრადიციული, გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება - „დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო“, გაზაფხულის დღესასწაულს - დედის დღეს მიეძღვნა. მასში V კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ საინტერესო ნომრები წარადგინეს, იცეკვეს, იმღერეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მეხუთეკლასელებმა მშობლებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს. 

აღნიშნულმა ღონისძიებამ მოსწავლეების, პედაგოგებისა და მოწვეული მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურა. კლასის დამრიგებელი მ. ბედიანაშვილია.

„დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს. 
როგორც იოსებ ნონეშვილის ამ სიტყვებით, ასევე სხვა ქართველი პოეტების ლექსებით და ნოველებით გაულამაზეს ჩვენმა პატარებმა მშობლებს გაზაფხულის დღესასწაული და სასკოლო ცხოვრების ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203