ზედა ბზვანის საჯარო სკოლის საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო პროცესი
13-03-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მასწავლებლები და თანამშრომლები განსაკუთრებული სოციალური პასხისმგებლობით გამოირჩევიან, ამჯერად ისინი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გაერთიანდნენ. მათ სტიქიის რეგიონში, სკოლის სახელით, ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს.

გარდა ამისა, შესაბამისი აქტივობა საბჭოთა ოკუპაციის დღესაც მიეძღვნა. მოსწავლეებს პედაგოგები 25 თებერვლის მნიშვნელობასა და როლზე, საქართველოს ახლო წარსულში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრნენ. მოსწავლეებმა პაოლო იაშვილის ცნობილი ლექსი „25 თებერვალი“ წაიკითხეს და პარალელი გაავლეს ლექსა და რეალურ ფაქტებს შორის.

ამასთანავე, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულის აღნიშვნაც არ დავიწყნიათ. მოსწავლეები გაზაფხულს დადებითი ემოციებით შეხვდნენ. ბავშვებმა დედებს მისალოცი ბარათები მოუმზადეს. გააკეთეს კონვერტები, გამოჭრეს ყვავილები და  საყვარელი დედის გახარებას მთელი გულით შეეცადნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203