თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო პროექტში
13-03-2023
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში დიდი მონდომებითა და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თომა ბექაურმა საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“ მე-2 ადგილი დაიკავა. სამი მოსწავლე - დავით ვარდიაშვილი, ნინო მურადაშვილი და ნინო ჩოხელი კი ფინალში გადავიდა.
სკოლაში თომა ბექაურსა და ფინალისტ მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ.
„ასევე ვულოცავთ პროექტის ფინალში გასულ მოსწავლეებს: დავით ვარდიაშვილს, ნინო მურადაშვილსა და ნინო ჩოხელს მიღწეულ წარმატებას. მადლობა მათ მასწავლებელს და პროექტის მესვეურებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეთა უანრების წამროჩენისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს