თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორიგინალური საჩუქარი დედებს
13-03-2023
თბილისის N198 საჯარო სკოლაში გამორჩეული, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები იმართება.
სწორედ ასეთი აქტივობა მოეწყო გაზაფხულის დღესასწაულთან - დედის დღესთან დაკავშირებითაც. მოსწავლეებმა, შრომის თერაპევტის დახმარებით, დედების პორტრეტები დახატეს.
მოსწავლეებმა უდიდესი მონდომებით იმუშავეს, სიყვარული ნამუშევრების საშუალებით გამოხატეს და დედები უზომოდ გაახარეს. აღსანიშნავია, რომ მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.
სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს