ალერტკარის საჯარო სკოლის ვაჟ ჩოგბურთელთა გუნდმა რეგიონალურ შეჯიბრში გაიმარჯვა
13-03-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექტორი ნუკრი ბერიშვილი და პედაგოგები მოსწავლეებს როგორც სკოლის შიდა ისე გარე ღონისძიებაში რთავენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებას აღწევენ.
ამჯერად მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში ისახელეს თავი.
11 მარტს, აბაშის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, გოგონათა და ვაჟთა შორის, მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური შეჯიბრი ჩატარდა.
ვაჟთა შორის უკომპრომისო ბრძოლაში გაიმარჯვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის ვაჟ ჩოგბურთელთა გუნდმა.
გამარჯვებულები არიან მეცხრე კლასის მოსწავლეები: დიმიტრი კანკია, ილია ლაგვილავა, გიორგი ჭურღულია და ლუკა ჭურღულია.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებლები კი ნუკრი ბერიშვილი, მურთაზ ლაგვილავა გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს