„დღის რეჟიმი“- თბილისის N62 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელის პროექტის ტიპის საინტერესო გაკვეთილი
13-03-2023
ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლის სპორტის უფროსმა მასწავლებელმა ელისო ღამბაშიძემ მე-4 კლასებში პროექტის ტიპის გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა „დღის რეჟიმი“ იყო. სწორად წარმართული დღე ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს.

გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს პასუხი შემდეგ 3 კითხვაზე უნდა გაეცათ:
1) რა არის დღის რეჟიმი?
2) როგორია ჩემი დღის რეჟიმი?
3) რას ვურჩევ მეგობარს სწორი დღის რეჟიმის დასაცავად!

მათ აზრი, მოცემული კითხვების გათვალისწინებით, უნდა ჩამოეყალიბებინათ, მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს არსებულ თემაზე და შეხედულებები, პრეზენტაციების სახით, წარადგინეს.

კლასების დამრიგებლები ი.კაკაურიძე, ნ.შაბურიშვილი არიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203