არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთებისა და მათივე დამზადებული ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
13-03-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით,
საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების და მათივე დამზადებული ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაანონსებული პროგრამის - „დემოკრატია სკოლაში“, ფარგლებში ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინიციატივას დიდი აქტიურობა მოჰყვა, აღსანიშნავია, რომ აქტივობაში სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. 

„დადგა გაზაფხული და ჩვენც გამოვცოცხლდით. ამოუწურავია ბავშვების ფანტაზია! მადლობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებს და მშობლებს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა ბავშვებს შრომისთვის... მრავალ ლამაზ გაზაფხულს დაგვასწროს ღმერთმა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203