კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება
13-03-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 3 მარტი ღონისძიებით აღნიშნეს.

დედის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე -„დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის“ მერვეკლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი: ლალი ბარაბაძე) თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და დედებს 3 მარტი ასე მიულოცეს.

მოსწავლეებმა საზეიმო გარემო შექმნეს და განწყობა დამსწრე საზოგადოებასაც აუმაღლეს. მათ ღონისძიებაზე შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს. 

აღნიშნულმა ღონისძიებამ იქ მყოფი თითოეული მონაწილე და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203