შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
13-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

სკოლაში მოსწავლეებმა 3 მარტი დედებს ლამაზი ნახატებით, მისალოცი ბარათებითა და თბილი სიტყვებით მიულოცეს. ღონისძიებაზე ბავშვებმა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

დედის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება და სიყვარული კი მისალოცი ტექსტებით გამოხატეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203