ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა პანსიონატის ქალბატონებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები მიულოცეს
13-03-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ქალთა საერთაშორისო დღეს ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ. 

ვიზიტს, კლასის დამრიგებელი მერი სართანია ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა, ხანდაზმულ ქალბატონებს დიდი სითბოთი და სიყვარულით, გაზაფხულის მოსვლა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, საჩუქრად კი, ყვავილები და ტკბილეული გადასცეს. 

სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა, მოსწავლეთა სოციალურ აქტივობებში ჩართულობას და კეთილშობილ ახალგაზრდებად აღზრდას. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებიც და მასპინძლებიც, დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაიმუხტნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203