მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
13-03-2023

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქალბატონებს სასიამოვნო და მრავალფეროვანი ღონისძიებით, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

მოსწავლეებმა სასკოლო გარემო საზეიმოდ, გაზაფხულის თემატიკით მორთეს და აუდიტორიის წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ. 

ბავშვებს წარმოდგენილი ჰქონდათ, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული ნომრები. მოსწავლეებმა დედებს ემოციური სიტყვით მიმართეს. მოზარდებმა ასევე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს 8 მარტი ქალბატონებს. 

პედაგოგები და სკოლის დირექცია, ზრუნავენ მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნაზე და ხელს უწყობენ ბავშვებს, მათი ემოციები და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინონ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203