ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები ღონისძიებით აღნიშნეს 
10-03-2023
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 3 და 8 მარტი ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, მინი სპექტაკლი დადგეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მათ დედებისთვის ასევე მისალოცი ბარათები დაამზადეს, ლამაზი, თემატური ნახატები შექმნეს და დამსწრე საზოგადოებას განწყობა აუმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203