გეჯეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა საბავშვო ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს
13-03-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდასა და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებას. 

სწორედ ამ მიზნით, სოციალური პროექტის ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, სენაკის საბავშვო ბიბლიოთეკა წიგნებით დაასაჩუქრეს. 

პროექტისა და აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ჟანა მირცხულავა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ პატარებს მეგზურობა საბავშვო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარმა ნინო გვასალიამ გაუწია და მათ წიგნის როლი კიდევ ერთხელ შეახსენა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შეაყვარონ წიგნი, სასკოლო ასაკიდანვე ჩაერთონ აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში და სასიკეთო საქმის კეთებას მიაჩვიონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203