თბილისის N142 საჯარო სკოლაში კომიქსების კონკურსი გაიმართა
13-03-2023
თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა აქტივობებსა და პროქტებში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, კლუბ - „მოხალისე მოსწავლეების“ ინიციატივით, კომიქსების კონკურსი გაიმართა.

მოხალისე მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეაფასა წარმოდგენილი ნამუშევრები და გამოავლინა გამარჯვებული.

ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი, გამარჯვებულ მოსწავლეს კი საჩუქარი.

„მოხალისე მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა კომპანიასთან- „ჯეოქარდი“ და მათ შექმნილი პროდუქტი - „შენი ჯადოსნური ყუთი, შექმენი და გაანათე“ გადაეცა გამარჯვებულ მოსწავლე მარიამ გეჯაძეს. ვულოცავთ მოსწავლეებს და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც“, - აღნიშნავს სკოლის წამრომადგენელი.

კონკურსის ინიციატორი და ორგანიზატორი ეკა ტაბატაძე გახლდათ.

სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეთა კომპანია „ჯეოქარდს“ ამ ინიციატივსა და თანამშრომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203