„ქალი სიცოცხლე და გაზაფხული“ - შუაგორას საჯარო სკოლაში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა
10-03-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სარვამარტო ღონისძიებაში - „ქალი სიცოცხლე და გაზაფხული“ სკოლის I, II, III, IV და  VII კლასების მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. 

ზეიმზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, თემატური ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიების დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203