მრავალფეროვანი საგაზაფხულო ღონისძიება ბზვანის საჯარო სკოლაში
10-03-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და დედებსა და პედაგოგებს გაზაფხულის მოსვლა და მისი პირველი დღესასწაულები გულწრფელი სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.

ღონისძიებას პედაგოგები - ვერა ხელაძე, თამუნა ტყეშელაშვილი და დინარა მესხიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

„მადლობა ბავშვებო ამდენი სითბოსა და სიყვარულისთვის, უამრავ ბედნიერ და წარმატებულ გაზაფხულს დაესწარით.

თქვენ წინ ბედნიერი მომავალი გელოდებათ... გვეიმედებით... თქვენ საქართველოს მომავალი გქვიათ...!“, - აღნიშნავენ ღონისძიების ხელმძღვანელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203