ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ინგლისურენოვანი სიმღერა მიუძღვნეს და გაზაფხულის დღესასწაულები ორიგინალურად მიულოცეს
13-03-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში უცხო ენის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს ინგლისური ენის საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე სიმღერა დედებს მიუძღვნეს და გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად მიულოცეს.

როგორ სკოლაში გივყვებიან, ბავშვებმა ინგლისური სიმღერებიდან ერთ-ერთი შეარჩიეს, ჩაწერეს, ქართული თარგმანი ტიტრებად დაადეს და შესანიშნავად შეასრულეს.

მათ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები შთამბეჭდავად გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლის პედაგოგები ზრუნავენ.

იხილეთ ვიდეო:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203