თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოქალაქეობის სახელმძღვანელოს ავტორმა ლექცია ჩაუტარა
13-03-2023
თბილისის N129 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს აქტიურად სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო განათლების პროექტის - „მე ვარ ტოლერანტი მაშასადამე მე ვარ კულტურული მრავალფეროვნების ნაწილი“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კლუბი - „თემიდას“ ხელმძღვანელმა - თამარ ასლანიშვილმა მოქალაქეობის სახელმძღვანელოს ავტორი - სოფიო ბაჩილავა მოიწვია.
მან საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეებს თემაზე - „კულტურული მრავალფეროვნება ჩვენ გარშემო“ საინტერესო ლექცია/სემინარი ჩაუტარა.
აღნიშნულ საკითხზე ისინი საინტერესო და მათთვის საჭირო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
შეხვედრა საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები და ლექციები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს