„აფხაზეთი საქართველოა!“ - თბილისის N113 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
10-03-2023

ცოტნე დადიანის სახელობის ქალაქ თბილისის N113 საჯარო სკოლაში, IX და IX კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

კომპლექსური დავალება საქართველოს გეოგრაფიაში ჩატარდა, სამუშაო თემას კი -„აფხაზეთი“, წარმოადგენდა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ომამდელი და ომის შემდგომი აფხაზეთის კადრები და ილუსტრირებული ბუკლეტები დაამზადეს.

ვიდეორგოლები კლასის წინაშე წარმოადგინეს და გაიხსენეს აფხაზეთი, თავისი განუმეორებელი სილამაზით და სიდიადით.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ნამუშევრები მთავრდებოდა ფრაზით - „აფხაზეთი საქართველოა!“

საგნის პედაგოგი მარიამ სიმონია გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203