„არა ოკუპაციას“- ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინიციატივით, ღონისძიება გაიმართა
10-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო ღონისძიებები ეძღვნება. 

მოსწავლეთა ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც საბჭოთა ოკუპაციის დღე დარჩენილა. მათი ინიციატივით, სკოლაში ღონისძიება „არა ოკუპაციას“, გაიმართა. ის საქართველოს გასაბჭოების102 წლისთავს ეძღვებოდა.

მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ფილმების ჩვენება, ისაუბრეს1921 წელს თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოებაზე, ბოლოს კი ოკუპაციის შედეგებზე დისკუსია გაიმართა. 

მოსწავლეებმა პოზიცია დააფიქსირეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203