თბილისის N48 სკოლის მე-3 კლასელებს პედაგოგი ლელა ჯინჭველაძე საქართველოს ისტორიით მეტად დაინტერესების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობს
თბილისის N48 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები „სამასი გლეხის“ შესწავლის შემდეგ, საქართველოს ისტორიით მეტად დაინტერედნენ.
მათ მოთხრობა - „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“ წაიკითხეს, მოიძიეს ინფორმაცია სამას არაგველზე, მეფე ერეკლეს რეფორმებსა და ბრძოლებზე. შემდეგ კი, შესწავლილი მასალის მიხედვით, ილუსტრაციები შექმნეს, წიგნები აკინძეს და პრეზენტაცია გააკეთეს.
აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს.
მათ პედაგოგი ლელა ჯინჭველაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: