„ეს არის ჩემი სამშობლო“- თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების შესახებ ვიდეორგოლები მოამზადეს
10-03-2023
თბილისის N177 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პროექტის ფარგლებში, თემაზე - ეს არის ჩემი სამშობლო, ვიდეორგოლები შექმნეს. მოსწავლეებმა საკითხზე ჯგუფურად იმუშავეს და საინტერესო ვიდეორგოლები მოამზადეს. მათი კლასის დამრიგებელი - ლარისა ქავთარაძე, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნინო ნონაშვილია.

მოსწავლეებმა შემდეგი ვიდეოები მოამზადეს:

„ფშავ-ხევსურეთი“ - ვიდორგოლის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: ბარბარე შიომღვდლიშვილმა, ლუკა ელიზბარაშვილმა, იაკობ ირიციანმა, გიორგი გელშვილმა და გეგა გეწაძემ.

„რაჭა“ - ვიდორგოლის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ჩხაიძემ, მარიამ ფოცხვერიამ, ლუკა კირეულიშვილმა და მარიამ ალაფიშვილმა.

„აჭარა“ - ვიდორგოლის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: სალომე ხელშვილმა, გიორგი გელაძემ, ელენე ალავერდაშვილმა და სალომე ზუბიტაშვილმა.

„გუდამაყარი“ - ვიდორგოლის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: ალექსანდრა ავალიშვილმა, თეკლა ქურდაძემ და ნინო მახარაშვილმა. 

„სამეგრელო“ - ვიდეორგოლის მომზადებაზე იმუშავეს: ნიკოლოზ ირიციანმა, ნატა ხელაიამ, ნათია ხუზმიაშვილმა და სალომე ზუბიტაშვილმა.

„გურია“-  ვიდეორგოლი მოამზადეს: გაბრიელ ლიქოკელმა, ელენე კერვალიშვილმა, მარიამ შარაბიძემ, ალექსანდრა ამოიანმა
 
„ქართლი“- ვიდეორგოლზე იმუშავეს: ლუკა ჩანტლაძემ, ალექსანდრე წიკლაურმა, ლუკა მეტრეველმა და ელენე მორჩილაძემ.

აღსანიშნავია, რომ მათი ნამუშევრები ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.

იხილეთ ვიდეოები:













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203