შულავერის N1 სკოლის სამოქალაქო კლუბ „თემიდას“ წევრებმა 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია საინტერესო აქტივობებით გაიხსენეს
10-03-2023
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისად აღნიშნავენ.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო კლუბ „თემიდას“ წევრებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აქტივობები განახორციელეს. 

მათ პრეზენტაციები: „იუნკერთა ხსოვნას“, „პირველი კონსტიტუცია“, „მარო მაყაშვილის თავდადება“ და „ოკუპაცია და შედეგები“, მოამზადეს. 

გარდა ამისა, თემატური პოსტერები დაამზადე და პოსტერებით ხელში, მსვლელობა მოაწყვეს. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს როგორც საქართველოს ოკუპაცია, ისე რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203