„102 წელი საქართველოს ოკუპაციიდან“ - ხიხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს 
10-03-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს, თემაზე - „102 წ საქართველოს ოკუპაციიდან“.

აქტივობა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, მერვე და მეშვიდე კლასელებს თემაზე - „საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ“, პრეზენტაცია წარუდგინეს.

ხიხანის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა, მნიშვნელოვან თემებზე საინფორმაციო შეხვედრების მოწყობას და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.    

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203