„ბიომრავალფეროვნება“ - ქედქედის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
10-03-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის, მე-5 კლასში ბიომრავალფეროვნებაზე საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა, შეისწავლეს რუკები, გლობუსზე მუშაობისას კონტინენტები გადაინაწილეს და მოცემული დავალებები შეასრულეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ისე წარმართვა, რომ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა გამოიწვიოს. სხვადსხვა რესურსების გამოყენებითა და საინტერესო დავალებების შესრულებით, ბავშვები სამუშაო პროცესში დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.

„აქტივობა იყო ძალიან სახალისო და მეტად საინტერესო. მადლობა ჩემო პატარა მეგობრებო“ -  აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203