ყოროლისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი ღონისძიებით მიაგეს
10-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება.
რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საბჭოთა ოკუპაციის დღე იყო. სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და მოსწავლეთა თვითმმართველობამ იუნკერების ხსოვნისა და რუსეთის ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია გამართეს.
გარდა ამისა, მოზარდებმა თემატური ნახატების გამოფენა - „ჩვენი თვალით დანახული რუსეთის ოკუპაცია“ მოაწვეს, მოამზადეს პრეზენტაცია და გამართეს დისკუსია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს