ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო აქტივობა იმართება. ამჯერად, მე-2 - მე-4 კლასების კლასკომპლექტმა სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის 154 წლისთავი აღნიშნეს. მათ ღონიძიება გამართეს, რომლის მიმდინარეობაშიც მონდომებით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა დახატეს, თემატური პლაკატები მოამზადეს და ნომრები წარადგინეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი მასწავლებელი არმინე ხაჩატურიანი იყო.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: