„აფხაზეთი საქართველოა!“ - ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
10-03-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის - მანოლი აფციაურის ხელმძღვანელობით, პროექტი - „აფხაზეთი საქართველოა“ განახორციელეს.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის შესახებ (გეოგრაფიული მდებარეობაზე) - მის ეკლესია-მონასტრებზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და ტრადიციებზე, აფხაზეთის ომსა და დაღუპულ გმირებზე ისაუბრეს. მათ ასევე აფხაზეთში არსებული დღევანდელი მდგომარეობა განიხილეს.

მოსწავლეებმა ასევე თანატოლი აფხაზი გოგო-ბიჭების სახელზე წერილები დაწერეს.

პრეზენტაციის ბოლოს კი საქართველოს რუკა ააწყვეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203