„ძლევაი საკვირველი“ - ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო მხატვრული კომპოზიცია
10-03-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიანი, სიღრმისეული სწავლება და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შესაბამისად, მოსწავლეთა და პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიცია - „ძლევაი საკვირველი“. 

დამსწრე საზოგადოებამ და ისტორიის მასწავლებელმა - გულიკო ჯორბენაძემ იმედი გამოთქვეს, რომ „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი" და საქართველო გაერთიანდება და გაძლიერდება!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203