„ბავშვების ბედნიერი სახეები ყველაზე დიდი საჩუქარი იყო მშობლებისთვის“- ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
10-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღე შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე (ხელმძღვანელი ფატიმა ტყებუჩავა) მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, მშობლების ჩართულობით სახალისო კითხვარი შეავსეს და დედებს 3 მარტი ასე მიულოცეს.

„ბავშვების ბედნიერი სახეები ყველაზე დიდი საჩუქარი იყო მშობლებისთვის. მადლობა ფატიმა მასწავლებელს გაწეული შრომისათვის..დედიკოებო, გილოცავთ დედის დღეს, გეხაროთ, გებედნიეროთ, გეზეიმოთ შვილების ნათელი, წარმატებული წელთა სიმრავლით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის წარმომადგენელი დედის დღეს პედაგოგებსა და მშობლებს ულოცავს და გულისხმიერ მადლობას უხდის პედაგოგ ფატიმა ტყებუჩავას.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენს და განავითარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203