აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
10-03-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

დაწყებით კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - თინიკო ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს.

ბავშვები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, დედებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული გულწრფელი სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს და  აუდიტორიას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ აგარის საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203