ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
10-03-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებმა ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოებას აღნიშნული დღესასწაული გულწრფელი სიტყვებით, საუკეთესო სურვილებითა და ყვავილებით მიულოცეს და პედაგოგებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

მათ კლასში სადღესასწაულო გარემო შექმნეს და განწყობა ყველას აუმაღლეს.

მოსწავლეთათვის ეს დღე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203