რუხის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.
8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება I
ა კლასში (დამრიგებელი მზიანა ცაცუა) გაიმართა, სადაც მოსწავლეები საზეიმო ფორმებში გამოეწყვნენ და შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ღონისძიებაზე მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაისამხურეს.
აღნიშნული დღე ღონისძიების თითოეული მონაწილისა და დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: