ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდნენ 
10-03-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სწავლის წყურვილის გაღვივებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მასწავლებლები მათ საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ლელა ხუხუნის ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტში ჩაერთნენ,  რომლის ფარგლებშიც საბავშვო არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდნენ. მათ იმსჯელეს მოპოვებული მასალების დანიშნულებაზე და საინტერესო ინფორმაცია მოიპოვეს.

მათ პროგრამა წარმატებით გაიარეს და ნორჩი არქეოლოგის გამოცდილება მიიღეს.

მოსწავლეთათვის მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203