ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
10-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს, დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე მშობლებისთვის შთამბეჭდავ მოგონებად იქცევა.
„ბავშვებმა დედიკოებს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე ერთი ულამაზესი დღე აჩუქეს. მადლობა ჩვენს პატარებს, ბავშვებო, ვამაყობ თქვენით“,- აღნიშნავენ სკოლაში.