ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო, შემოქმედებითი აქტივობები
10-03-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის მოსვლა სხვადასხვა სახალისო აქტივობებით აღინიშნა.

მოსწავლეებმა სკოლის შესასვლელი ბილიკი მოხატეს, ასევე მოეწყო მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით, ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოზარდებს მრავალფეროვან აქტივობებს, ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203