
სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მოსწავლეები, მზია ბარქაიასა და ლია ნარსიას ხელმძღვანელობით, სენაკის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში - „ქალი, მზე, სიყვარული“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დედის დღისადმი მიძღვნილი სიმღერები და ლექსები.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმატებით წარდგნენ, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: