„ჩემი ტკბილი და ფასდაუდებელი დედა“ - საზეიმო გაკვეთილი ბეჟანოს საჯარო სკოლაში
10-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „ჩემი ტკბილი და ფასდაუდებელი დედა“.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ზეიმზე შთამბეჭდავი სპექტაკლიც იყო წარმოდგენილი, რომელმაც დღე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.

ღონისძიების ბოლოს, პატარებმა დედებს, საკუთარი ხელით გაკეთებული ყვავილები და მისალოცი ბარათები გადასცეს.

ზეიმის ორგანიზატორი კლასის მასწავლებელი ისკუჰი იეღუნიანი გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების მიერ დადგმული წარმოდგენა ძალიან საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203