დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ოლადაურის საჯარო სკოლაში
10-03-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში, დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ საკლასო ოთახი საზეიმოდ გაზაფხულის თემატიკით გაალამაზეს და შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყვეს.

პატარებმა თავისი დიზაინით, ფერადი ქაღალდებით მრავალფეროვანი ყვავილები დაამზადეს.

სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა, აღნიშნული სადღესასწაულო ზეიმიც მათი ემოციების გამოხატვასა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203