ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - სონია აპარიანმა სახალისო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაატარა
10-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - სონია აპარიანმა მე-3 კლასის მოსწავლეებს საინტერესო ღია გაკვეთილი შესთავაზა.

გაკვეთილის თემა იყო - ბუნება და დედა. მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლა და ბუნების გამოღვიძება დედის დღესთან დააკავშირეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა წაიკითხეს მოთხრობები, ლექსები და დედაზე საინტერესო წინადადებები შეადგინეს.

გაკვეთილი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი მოსწავლეების ინტერესებს მორგებული აქტივობებით განხორციელდეს, რათა სწორედ ეს განაპირობებს მათ ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203