ვანთის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება  
10-03-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ევა ხოხობაშვილის ხელმძღვანელობით, წარმტაცი ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და მშობლებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ ვანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203