პტენის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი ჩამოყალიბდა
10-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მკითხველთა კლუბი ჩამოყალიბდა.

კლუბის წევრები თანასკოლელებს შეხვდნენ, სადაც ერთმანეთს წიგნები ურჩიეს და მათი წაკითხვისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

სკოლაში მკითხველთა კლუბი მოსწავლეებს წიგნების წაკითხვის სურვილს მეტად გაუღვივებს, რაც მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203