ყაურმის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ქალთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
10-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე საინტერესო, მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.

სკოლის მე-4 კლასში 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება მასწავლებლების - ლია ტონიანისა და ზარუქი ბდოიანის ხელმძღვანელობით, მშობლიურ და ქართულ ენაზე გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს. მათ ასევე მინი სპექტაკლი დადგეს, სადაც სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟების როლები მოირგეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიების დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203