იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
10-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ნახატები შექმნეს.  

მოსწავლეები, სამუშაო პროცესში დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შემოქმედებითი აზროვნებით გაამრავალფეროვნეს ნამუშევრები და კლასის წინაშე წარადგინეს.

აქტივობას ქართული ენის მასწავლებელი ნორა აივაზიანი ხელმძღვანელობდა.  

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა შემოქმედებითი და კრეატიული უნარები წარმოაჩინონ.

სწორედ ამ მიზნით, პედაგოგის მხარდაჭერით, ბავშვებმა მოახერხეს ეს დღესასწაული, მათთვის საინტერესო აქტივობით აღენიშნათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203