თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ემოციური სიტყვებით, ლექსებით და სიმღერებით, დედებს 3 მარტი მიულოცეს.
ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა მშობლებს საკუთარი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები მიართვეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი ღონისძიება მოსწავლეთა შემოქმედებით უნარს ანვითარებს და მათ მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: