„გვიყვარხარ, დედა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო კლასის საათი
10-03-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის,  1-ელ კლასში, მასწავლებელმა ი. წულუკიძემ, საინტერესო კლასის საათი ჩაატარა.

პატარები, კლასის წინაშე ემოციური სიტყვებით წარდგნენ, დიდი მონდომებით წაიკითხეს ლექსები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

„დიდი სითბო და სიყვარული იღვრებოდა ბავშვების მიერ წაკითხული ლექსებიდან და ნამღერი სიმღერებიდან.

მათ აღნიშნეს, რომ სითბოს და პატივისცემას არასოდეს მოაკლებენ დედებსა და ბებიებს, უფროსებმა კი მადლობა გადაუხადეს პატარებს ამ მოფერებისთვის...“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203