დიდი არაქალის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, ლამაზი ღონისძიება გაიმართა 
10-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში, მე-7 და მე- 8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას, შთამბეჭდავი და ემოციური სანახაობა წარუდგინეს.

მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დედებს მისალოცი ბარათები აჩუქეს.

ზეიმი, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის არუსიაკ აბდულიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სკოლაში მოსწავლეთა ემოციების გამოხატვასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა, აღნიშნული ღონისძიებაც მათთვის მოტივაციის მიმცემი გახდა.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203